“ემერალდ ჯგუფი” FIABCI-ს წევრი და ოფიციალური 
წარმომადგენელი
“ემერალდ ჯგუფი” FIABCI-ს წევრი და ოფიციალური წარმომადგენელი

2019 წლის იანვარში EMERALD GROUP-მა მსოფლიოს უდიდეს საინვესტიციო-საკონსულტაციო ორგანიზაციასთან გააფორმა პარტნიორობის მემორანდუმი.

FIABCI-ს და “ემერალდ ჯგუფის” წარმომადგენლები ერთმანეთს  ირანში, 2019 წლის იანვრის დასაწყისში შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს სამომავლო პარტნიორობის და სტატუსის მინიჭების საკითხები და ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც “ემერალდ ჯგუფი” FIABCI-ს წევრი  და საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

FIABCI მსოფლიოს უდიდესი საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს საერთაშორისო დონეზე განვითარებას, ორგანიზაციის პარტნიორებს შორის  კომპეტენტური და სანდო ინფორმაციის გაცვლის, მჭიდრო თანამშრომლობის და კონსულტაციების გაწევის საფუძველზე.

ახალი პარტნიორობის საშუალებით EMERALD GROUP, რომლის უმთავრესი მიზანი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობაა, კიდევ უფრო ეფექტურად, მაღალ დონეზე შეძლებს საქართველოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაზე პოზიციონირებას.