EMERALD GROUP-ის წარმომადგენლები პრესტიჟულ, 
საერთაშორისო ღონისძიებაზე
EMERALD GROUP-ის წარმომადგენლები პრესტიჟულ, საერთაშორისო ღონისძიებაზე

2019 წლის 1 და 2 მარტს Emerald Group-ის წარმომადგენლები მოსკოვში Real Estate Investment and Migration Show-ს პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ.

 მასშტაბური, ყოველწლიური ღონისძიება უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზრის განხილვას და უძრავ ქონებაში ინვესტიციების საერთაშორისო დონეზე მოძრაობას, განვითარებას და ხელშეწყობას ემსახურება. EMERALD GROUP-ის წარმომადგენლებმა ღონისძიების დამსწრე მსოფლიო საინვესტიციო და უძრავი ქონების  საზოგადოებას გააცნეს საკუთარი კომპანია, როგორც ერთადერთი მსხვილი საინვესტიციო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც მხოლოდ პრემიუმ-კლასის, 5 ვარსკვლავიანი  პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული და რომლის მიზანიც ქვეყნის უძრავი ქონების საინვესტიციო გარემოს განვითარება და მაქსიმალურად დახვეწაა.  EMERALD DEVELOPMENT-ის განსაკუთრებული, პრემიუმ-კლასის მიმართულების სამშენებლო-დეველოპერული საქმიანობის  შესახებაც წარმოადგინეს პრეზენტაცია და მონაწეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში.